"კაპიტელი" წარმოადგენს წამყვან საპროექტო კომპანიას საქართველოში.
კომპანიის საქმიანობა მიმართულია მოკლე ვადებში შექმნას მყარი, საიმედო, ოპტიმალური და უსაფრთხო შენობა-ნაგებობები დამკვეთის იდეებისა და მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინებით. კაპიტელს აქვს გამოცდილება დაასრულოს პროექტები თითქმის შეუძლებელ ვადებში და ამავდროულად შეინარჩნოს მაღალი ხარისხი. სწორედ ეს გარემოება უზრუნველყოფს პარტნიორების დადებით შეფასებებს და იმ რეპუტაციას, რომლითაც კაპიტელი სარგებლობს სამშენებლო სფეროში.
1997 წლიდან დღემდე კომპანიამ გრძელი და საინტერესო გზა განვლო და განვითარების 16 წლიანი პერიოდის განმავლობაში სანდო და საიმედო კომპანიის რეპუტაცია დაიმკვიდრა.
კაპიტელი აერთიანებს დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტებს, რომლებიც ერთობლივი მუშაობით პასუხობენ მრავალ ამბიციურ გამოწვევას; 16 წელია კაპიტელი აპროექტებს მნიშვნელოვან შენობა-ნაგებობებს თბილისში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ქვეყნის გარეთ.
2010 წელს კაპიტელის ბაზაზე შეიქმნა სამშენებლო კომპანია "კაპიტელი +".
2012 წელს დაარსდა ასევე კომპანია "კაპიტელინჟინერინგი", რომელიც ორიენტირებულია შენობა-ნაგებობების საინჟინრო ნაწილის პროექტირებაზე და მონტაჟზე.
გაერთიანებული ძალისხმევით კაპიტელი, კაპიტელი + და კაპიტელინჟინერინგი მზად არიან უპასუხონ ნებისმიერი პროექტის გამოწვევას, გააჩნიათ საკმარისი მოქნილობა და რესურსები დამკვეთისთვის სრული სამშენებლო სერვისის მაღალ პროფესიულ დონეზე მისაწოდებლად.
ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:
- საინჟინრო-საძიებო სამუშაოები;
- საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტება;
- პროექტების ექსპერტიზა
- მშენებლობა