დამფუძნებლები: ემზარ კიზირია, ლევან კურტანიძე, ზურაბ ოქროშიძე და ზურაბ ზურაბიშვილი.
დირექტორები: ლევან კურტანიძე, ზურაბ ოქროშიძე.
"კაპიტელის" დამფუძნებლებმა და სპეციალისტების ძირითადმა ბირთვმა გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია შეიძინა საქართველოს სათავე ინსტიტუტში "საქქალაქმშენსახპროექტში", სადაც საქმიანობა დაიწყეს წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან. ამ პერიოდში მათ მიერ დაპროექტებულია მრავალი დასასვენებელი, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების კომპლექსები ად ცალკეული შენობები, როგორც ქ. თბილისში, ისე შავიზღვისპირეთში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
"კაპიტელმა" სემოქმედებითი გაერთიანება "კათედრალთან" ერთად საქართველოში ააღორძინა სასულიერო დანიშნულების ნაგებობების პროექტირება და მშენებლობა, რომლის თვალსაჩინო ნიმუშია "წმინდა სამების საკათედრო ტაძარი" ქ. თბილისში. "კაპიტელის" მიერ დამუშავებულია ასევე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარი ქ. ზუგდიდში, წმინდა მარიამის ტაძარი ქ. ბათუმში და სხვა. პროექტირების პროცესია წმინდა ივერის ხატის ტაძარი ქ. თბილისში მახათას მთაზე.
"რესტავრატორები და კომპანიასთან" ერთად"კაპიტელის" სპეციალისტებმა წარმატებით გაართვეს თავი "ბაგრატის ტაძრის" რეაბილიტაციის მუშა პროექტის კონსტრუქციული ნაწილის დამუშავების რთულ ამოცანას. "კაპიტელის" მიერ დამუშავებულია ასევე აღდგენა-გაძლიერების პროექტები: იყალთოს სამონასტრო კომპლექსის, ათენის სიონის და სხვა.